1. პროგრამის ანოტაცია (მოკლე აღწერა) სადამრიგებლო პროგრამა მოიცავს როგორც სავალდებულო საორგანიზაციო აქტივობებს, ასევე შემოქმედებით ღონისძიებებს. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად პროგრამით გათვალისწინებული მშობელთა კრებები ორიენტირებულია მშობელთა სასწავლო პროცესთან დაახლოვებასა და მასში ჩართვაზე. კლასის საათი მიმართულია მოსწავლეთა ქცევის კულტურის ამაღლებაზე, მათი დისციპლინის გაუმჯობესებისათვის ზრუნვაზე. ექსკურსიები, სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა, ვიზიტები თეატრსა და მუზეუმში ემსახურება მოსწავლის ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას.
პროგრამით გათვალისწინებულია ორი პროექტი, რომელებიც გამჭოლად მისდევს მთელ სასწავლო წელს და ემსახურება მოსწავლეებში საკუთარი დროის ორგანიზების უნარის განვითარებას, წიგნთან მუშაობის, ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების უნარის განვითარებას. პროექტების მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს აქვს გადაკვეთა, რაც მეტად მნიშვნელოვანია პროგრამის საერთო შედეგისათვის.
2. პროგრამის ამოცანა
სადამრიგებლო პროგრამის ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დააყენოს თითოეული მოსწავლე, მოსწავლის ფიზიკური, აკადემიური და ფსიქიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით განუვითაროს მათ ზოგადი და სასწავლო უნარები. დაუმკვიდროს აღსაზრდელს თვითშეფასების უნარი და აქედან გამომდინარე საკუთარი ძალების რწმენა.
3. პროგრამის მიზნები
პროგრამის საერთო მიზანია მოსწავლისათვის, საბაზო საფეხურზე წარმატებული სწავლის საფუძვლის შექმნა. ამის გარდა, პროგრამით დაგეგმილ ყოველ აქტივობას აქვს გამოკვეთილი მიზანი:
· მშობელთა
კრება ემსახურება
მათ ინფორმირებას სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესის შესახებ, მშობლებისა და სკოლის დაახლოვებას, სააღმზრდელო პროცესის ერთობლივი კონტროლის პრინციპების დამკვიდრებას, ამ პროცესის კონტროლს და მისი შედეგების ანალიზს.
· კლასის საათი ითვალისწინებს მოსწავლეებთან საორგანიზაციო მუშაობას, აღსაზრდელთა დისციპლინის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებების დასახვას, სკოლის შინაგანაწესის შესწავლასა და მისი დაცვის მონიტორინგის წარმოებას, თვითმმართველობის კულტურის დამკვიდრებას, პროექტების განხილვასა და მათს მონიტორინგს.
· ექსკურსია––მისი მიზანია გარემოს სწორი აღქმის აღზრდა, პატრიოტული
გრძნობების
დამკვიდრება, კავშირის დანახვა წარსულსა და მომავალს შორის, ჭვრეტითსა და შემეცნებითს შორის კავშირის დაჭერა.
· თეატრალურ
წარმოდგენაზე დასწრება––მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა, განსხვავებულ (განსაკუთრებულ) გარემოში ქცევის წესების გაცნობა და დამკვიდრება, ამ გზით ნებისყოფის ვარჯიში.
· ვიზიტი მუზეუმში––ზოგადად მუზეუმების
არსებობის
მიზნის გაცნობა,
გამორჩეული
ხელოვნების
ნიმუშების,
სამეცნიერო
მიღწევების,
ისტორიული
ექსპონატების, საერთოდ ადამიანის შრომის შედეგების დაფასების კულტურის ფორმების გაცნობა და დამკვიდრება.
· საერთო სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა––საერთო საქმისადმი სწორი დამოკიდებულების და პატივისცემის დამკვიდრება, ნებისყოფის გამომუშავება აუცილებელი ქმედების შესრულებით.
· პროექტები
o “მე და წიგნი”––ბიბლიოთეკით სარგებლობის, ინფორმაციის მოპოვების, მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების ჩვევის განვითარება, დროის მართვა.
o “სად მიდის დრო”––საკუთარი დროის ორგანიზება, საერთოდ დროის სწორად გამოყენების ჩვევის განვითარება, პარტნიორის, მეგობრის და საზოგადოდ სხვისი დროის პატივისცემის ჩვევის დამკვიდრება.
ორი პროექტის შინაარსის გადაკვეთა––საკუთარი დროის მართვა, დღის სწორი დაგეგმვა და ორგანიზება, ნებისყოფის განვითარება, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება (სხვისი დროს და საქმისადმი პატივისცემის და დაფასების განცდის დანერგვა).
4. პროგრამის დეტალური აღწერა
პროგრამა პირობითად იყოფა სავალდებულო საორგანიზაციო ღონისძიებებად და შემოქმედებით საკლასო და სასკოლო აქტივობებად. საორგანიზაციო აქტივობებია: მშობელთა კრება და კლასის საათი.
· მშობელთა
კრების ჩატარება
დაგეგმილია
ოთხჯერ სასწავლო
წლის განმავლობაში. პირველი კრება მიეძღვნება მშობლებისათვის სადამრიგებლო პროგრამის გაცნობას, სასწავლო წლის აკადემიური გეგმის გაცნობას, ასევე სკოლის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმის გაცნობას. შემდგომი ორი კრება ჩატარდება ტრიმესტრების დასაწყისში. მათზე განიხილება გასული ტრიმესტრის შედეგები და მომავალ ტრიმესტრში შესასრულებელი საერთო წლიური გეგმის ნაწილი. მეოთხე კრება ჩატარდება სასწავლო წლის ბოლოს და მასზე შეჯამდება ყველა შედეგი რომელიც მოჰყვა სასწავლო წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას, აკადემიურსა და სააღმზრდელოს. ყველა კრებაზე დაგეგმილია სადამრიგებლო პროგრამის პარტნიორ მშობლებთან
ამ პროგრამის
გამჭოლ აქტივობებზე, მათ მსვლელობაზე და მონიტორინგზე საუბარი და შედეგების მიხედვით საჭირო კორექტივების შეტანა პროგრამაში. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება რიგგარეშე მშობელთა კრება.
· კლასის საათი დაგეგმილია
თვეში ოთხჯერ , პირველ შეკრებაზე
მოსწავლეები გაეცნობიან სკოლის შინაგანაწესის ძირითად მოთხოვნებს და დააფუძნებენ კლასის თვითმმართველობას. ყველა შემდგომი შეკრება ჩატარდება თვიმმართველობის აქტიური მონაწილეობით, მათ მიერ შედგენილი და დამრიგებელთან შეთანხმებული დღის წესრიგით, რომელშიც აისახება სადამრიგებლო პროგრამის მსვლელობის ანალიზი, მიმდინარე აკადემიური პრობლემები, მოსწავლეთა თვითშეფასების პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს მთელი კლასის შეჯერებულ თვითშეფასებას და ცალკეული ინდივიდების, ერთი წარჩინებული, ერთი საშუალო წარმატების და ერთი ჩამორჩენილი მოსწავლის თვითშეფასებას. პიროვნულ თვითშეფასებას წარადგენს ყოველთვის ის მოსწავლე რომელსაც ჯერ არ ჰქონია ინდივიდუალური პრეზენტაცია. საუბარი გამჭოლ ღინისძიებებზე და მათი მსვლელობის საშუალედო შედეგებზე.
· ექსკურსია
ჩატრდება
სასწავლო
წლის ბოლოს, ივნისში, სამცხეში. ტრადიციულად საექსკურსიო მარშრუტში შევა ვარძია
, საფარა,
ზარზმა მუზეუმის, სხვა ღისშესანიშნავი ადგილების
ნახვა. მოსწავლეები მიიღებენ დავალებას, ზაფხულის არდადეგების პერიოდში დაწერონ მცირე თხზულება, რომელშიც გამოჩნდება მათი ემოციური
და ცნობიერი
კავშირი პირველი ექსკურსიისას მიღებულ ინფორმაცის სამოქალაქო საზოგადოებასა და ცნობიერებას შორის და სამცხეში
დათვალიერებით მიღებულ ისტორიულ ინფორმაციას შორის.
· ვიზიტი თეატრში დაგეგმილია
დეკემბრის
მეორე ნახევარში,
საშობაო არდადეგების წინ, ეს არის ზიარება დიდ და საოცარ სამყაროსთან. ამის შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში, შედგება საუბრები ხელოვნებაზე, · ვიზიტი მუზეუმში დაგეგმილია გაზაფხულზე, მარტის მეორე ნახევარში. მოსწავლეები დაათვალიერებენ ეთნოგრაფიულ
მუზეუმს და გაეცნობიან მუზეუმების შექმნის მიზნებს, კაცობრიობის შრომისა და მიღწევების დაფასების მნიშვნელობას და კულტურული მემკვიდრეობის მოვლისა და გაფრთხილების გავლენას საზოგადოების და ერის ჩამოყალიბებაზე.
· საერთო სასკოლო ღინისძიებებში დაგეგმილია “პასიურად” მონაწილეობა, დამსწრე მაყურებლის როლში, ასეთ ღონისძიებებში სავალდებულო მონაწილეობა ამკვიდრებს საერთო საქმისადმი პატივისცემას და ნებისყოფას აუცილებელი საქმის შესრულებისას.
· პროექტები:
“მე და წიგნი” გულისხმობს
მოსწავლეებში საჯარო დაწესებულებასთან ურთიერთობის, ბიბლიოთეკით სარგებლობის, ინფორმაციის მოძიებისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ჩვევის განვითარებასა და დამკვიდრებას. ამის შემდეგ ყალიბდება
მოსწავლეთა
ათ კაციანი ჯგუფები და იგეგმება
კონკრეტული
დღე, ყოველი ჯგუფისათვის ბიბლიოთეკაში მისვლისა და გაწევრიანებისათვის. ყველა შემდგომი აქტივობა გამჭოლად გასდევს მთელ სასწავლო წელს. სასწავლო წლის განმავლობაში დამრიგებელი ირჩევს საგანს და ამ საგნის მასწავლებელთან ერთად აძლევს კლასს დავალებას, რომლის შესრულებასაც აუცილებლად სჭირდება ბიბლიოთეკა. პირველი ტრიმესტრი ეთმობა ბიბლიოთეკაში კატალოგთან მუშაობის სწავლას, მცირე, მარტივი დავალების შესრულებისას ბიბლიოგრაფიის გაკეთებას. დავალებები მოკლე და უბრალოა, და ამავე დროს მოიცავს ჯგუფური მუშაობის ელემენტებსაც.
· “სად მიდის დრო” არის დროის მენეჯმენტის ჩვევების დასამკვიდრებლად. დროის მართვის ჩვევების განვითარება იწყება სკოლაში დაგვიანების და გაკვეთილზე დაგვიანების აღმოფხვრით. პირველი პროექტის განხორციელება გულისხმობს დროის სწორად განაწილებას და ამდენად ამ ორი პროექტის პარალელურად შესრულება, სავარაუდოდ კარგ შედეგს მოიტანს. პროექტის განხორციელაბა იწყება თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი დღის წესრიგის შედგენით, უახლოეს ათ დღეზე. ამ დროის შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკს უწესდება
აღსრულების
სიზუსტის
მონიტორინგი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს გაიაზროს დაგეგმვაში დაშვებული შეცდომები და მოახდინოს დღის წესრიგის კორექტირება. ეს ქმედება გრძელდება მთელი პირველი ტრიმესტრის მანძილზე. მეორე ტრიმესტრში მოსწავლეები გეგმავენ პირველი პროექტით დაგეგმილი ჯგუფური აქტივობებისათვის საჭირო დროის გრაფიკს, რომელიც სრულად ეთანხმება მათ ინდივიდუალურს.
პროგრამის სამუშაო გეგმა:
1.მშობელთა კრება
2. კლასის საათი
3. ექსკურსია
4. ვიზიტი თეატრში
5. ვიზიტი მუზეუმში
6. საერთო სასკოლო ღონისძიებები
7. პროექტი
“მე და წიგნი”
8. პროექტი
“სად მიდის დრო”
6. ინდიკატორები და მონიტორინგი
მშობელთა კრებაზე მშობელთა აქტივობის ინდიკატორია დამსწრე მშობელთა რაოდენობა და იმ მშობლების რაოდენობა, რომლებიც დათანხმდნენ სადამრიგებლო პროგრამის პარტნიორობაზე, ასევე რაოდენობის ცვლილების დინამიკა კრებებზე და პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისას ასევე გამჭოლ აქტივობებში მშობელთა მონაწილეობა. მონიტორინგი ხორციელდება კრების ოქმის წარმოებით, სადაც დაფიქსირებულია დამსწრეთა რაოდენობა. აღირიცხება პროგრამის პარტნიორ მშობელთა რაოდენობა და კეთდება მონაწილეთა რაოდენობის ცვლილების დინამიკის ანალიზი განსახილველი თემების შინაარსის გათვალისწინებით. დამრიგებელი სთხოვს მშობლებს მეორე კრებისათვის წარმოადგინონ მათი მოსაზრებები კლასში განხორციელებულ აქტივობებზე, წერილობით, მოკლე კომენტარების სახით ყოველი აქტივობისათვის. ეს არის ინდიკატორები მშობელთა ჩართულობის დასადგენად,
და თვით აქტივობებისა და მთელი პროგრამის აქტუალობის შესამოწმებლად. კლასის საათზე თვითშეფასებები კეთდება წერილობითი ფორმით, მათი შემდგომი ანალიზისათვის. ამ ინდიკატორში კარგად ჩანს საქმისადმი დამოკიდებულება და ჩატარებული სამუშაოს ეფექტურობა. პროექტი “მე და წიგნი”––ინდიკატორებია: ბიბლიოთეკაში ინდივიდუალური ვიზიტების რაოდენობა, რომელიც ფიქსირდება ბიბლიოთეკის მიერ და გამოიყენება მონიტორინგისას, მშობელთა ჩართულობა და დაინტერესება რა ლიტერატურით არის გატაცებული აღსაზრდელი (მონიტორინგი ხდება მშობელთა გამოკითხვით კრებაზე). მოსწავლეთა მიერ დავალების შესრულებისას გამოყენებული ლიტერატურის რაოდენობა, თემატური თანხვედრის სიზუსტე დავალების მოთხოვნასთან. მონიტორინგი––მოსწავლის ანგარიშით
გამოყენებული ლიტერატურის შესახებ და შესრულებული დავალების ხარისხი, ასევე ბიბლიოგრაფია, შედგენილი მოსწავლის მიერ. ჯგუფური მუშაობისას ინდიკატორებია ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და შესრულების დრო (დროის გრაფიკის დაცვა). პროექტი “სად მიდის დრო”––ინდიკატორებია: ინდივიდუალურ დღის წესრიგში შეტანილი კორექტივების რაოდენობა, მათი შეტანის სიხშირე, ტრიმესტრის ბოლოს მზად ყოფნა შემდეგ ტრიმესტრში ჯგუფური სამოქმედო გეგმის გაკეთებისათვის (იზომება გეგმის გაკეთების სისწრაფით და შესრულების სიზუსტით). საბოლოოდ მომავალი სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის გაკეთება.
ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს მასწავლებლისათვის აუცილებელ ოთხ საიდუმლოს
1. უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები;
2. უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის;
3. ჰქონდეს უნარი ეს სიყვარული სხვასაც შეაყვაროს, როგორც უკურნებელი სენი;
4.იყოს თანამედროვე ჰქონდეს ცოდვა-მადლის ანუ სამართლის გაჩენისა დამოთმინების დიდი უნარი;
ჩემი სურვილები:
Ø მე მინდა, რომ საგანი მხოლოდ კი არ შევასწავლო შევაყვარო კიდეც.
Ø მე მინდა, რომ ვუყვარდე ამიტომ ვეცდები, მათ მოვექცე ისე როგორც მე მინდა მომექცნენ.
Ø მე არ ვარ ყოვლისმცოდნე, ამიტომ არც ვინდომებ, ასე მოვაჩვენო თავი.
Ø მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, ვუშვებ შეცდომებს. ამიტომ მოთმინებით შევხვდები მათშეცდომებსაც. ვეცდები ვიყო მუდამ თავშეკავებული, მომთმენი, გაწონასწორებული,ყურადღებიანი. შეხვედრისას თითოეულის განწყობილება შევიცნო და ვუთანაგრძნო. ვიყომათ გვერდით რთულ სიტუაციებში. სიძნელეების გადალახვაში დავეხმარო. ჩავუნერგოსაკუთარი თავის რწმენა, სიხარულით შევხვდე მათ გამარჯვებებს, ვუთანაგრძნო დამარცხებულებს.
Ø ვიცხოვრებ მათთან ერთად, გავერთობი და გავოცდები მათთან ერთად.
Ø დაუზოგავად გავიღებ მათთვის ცოდნას, სითბოს, სიყვარულს.
Ø დავეხმარები მათ აკადემიური და სხვა პრობლემების გადაჭრაში.
Ø ვიკისრებ შუამავლის როლს მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემებისწარმოქმნის შემთხვევაში.
No comments:
Post a Comment