მე-8 კლასის გაკვეთილის გეგმა
თავი 1. კონფლიქტები ძველ მსოფლიოში
- კონფლიქტის ტიპოლოგია: ომები ქვეყნებს შორის და შიდა სახელმწიფოებრივი კონფლიქტები.
- ძველი ეგვიპტელების ომები
- ასურეთის ომები (მსოფლიო იმპერიის შექმნის პირველი მცდელობა)
- ბერძენ-სპარსელთა ომები
- ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა
- რომი და კართაგენი (პუნიკური ომები)
თავი 2. დაპირისპირებები ახლო აღმოსავლეთში
- ბიზანტიისა და სასანიანთა ირანის დაპირისპირება VI-VII საუკუნეებში
- არაბთა სახალიფო
- თურქ-სელჩუკები და მახლობელი აღმოსავლეთი, მანაზკერტის ბრძოლა
- ჯვაროსნული ომები
- ოსმალეთის იმპერია, ბიზანტიის იმპერიის დაცემა და მისი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა
თავი 3. კონფლიქტები ევროპაში
- ქალაქების ბრძოლა თავისუფლებისთვის შუა საუკუნეების ევროპაში
- კონფლიქტები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის (მაგ.: ჰენრი II და ტომას ბეკეტი, ჰაინრიხ IV და გრიგოლ VII. . .)
- ბრძოლა ჰეგემონობისათვის ესპანეთსა და ინგლისს შორის XVI-XVII საუკუნის დასაწყისში (,,ბართლომეს ღამე‘‘, ,,უძლეველი არმადის‘‘ განადგურება)
- ნიდერლანდების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის)
- ოცდაათწლიანი ომი და ვესტფალიის ზავი: რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირება
- ინგლისი: რევოლუცია თუ სამოქალაქო ომი?
- საფრანგეთი: 1789 წლის რევოლუცია, რესპუბლიკიდან იმპერიამდე
- ნაპოლეონის ომები
- გერმანიის გაერთიანება და წინააღმდეგობები ევროპაში მეცხრამეტე საუკუნეში
თავი 4. კონფლიქტები ამერიკის ტერიტორიაზე.
- კორტესისა და პისაროს ლაშქრობები
- ბრძოლა ა.შ.შ-ის დამოუკიდებლობისთვის
- სამოქალაქო ომი აშშ-ში
- ბრძოლა სამხრეთ ამერიკის გათავისუფლებისთვის. სიმონ ბოლივარი
თავი 5. რუსეთი და კავკასია
- კავკასია (მოკლე ისტორიულ-გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული მიმოხილვა)
- სამხრეთ კავკასიის დაპყრობა რუსეთის მიერ
- კავკასიის ომი და მისი შედეგები.
თავი 6. მსოფლიო ომები
- პირველი მსოფლიო ომი: მონაწილე მხარეები, ომის შედეგები
- რევოლუციები და სამოქალაქო ომი რუსეთში
- მეორე მსოფლიო ომი: წინაპირობები, მონაწილე მხარეები, ომის შედეგები
- საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლები (შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვა, ომის წარმართვის მეთოდებისა და საშუალებების შეზღუდვა)
შემაჯამებელი სამუშაო
თავი 7. პოლიტიკური კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
- ცივი ომი
- ცივი ომის დროინდელი კონფლიქტები (მაგ.: ვიეტნამის ომი, ავღანეთის ომი...)
- ისრაელი და არაბული სამყარო
- ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტები ყოფილ იუგოსლავიაში და მისის დაშლა
- საბჭოთა კავშირის ტერიტორიული სტრუქტურქ და კავშირის დაშლა
- რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოში
თავი 8. კონფლიქტები და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზები.
- არაძალადობრიობა - კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზა. მაჰათმა განდი
- მარტინ ლუთერ კინგი და აფრო-ამერიკელების ბრძოლა სამოქალაქო თანასწორობისათვის
- 1989-1990 წლების ”ხავერდოვანი რევოლუციები” ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
თავი 9. პოლიტიკური რეჟიმები და მმართველობის სისტემები.
- პოლიტიკური რეჟიმის რაობა/ლიდერი და პოლიტიკური რეჟიმები /პოლიტიკური რეჟიმები და სამოქალაქო საზოგადოება
- ძველი აღმოსავლეთის პოლიტიკური რეჟიმები
- ძველი საბერძნეთის პოლისების მმართველობის ფორმები
- რომის რესპუბლიკა და იმპერია. რომაული სამართალი
- კონსტიტუციური მონარქია და პარლამენტარიზმი ინგლისში
- აბსოლუტიზმი საფრანგეთში
- საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან მე-5 რესპუბლიკამდე
- მეიძის რესტავრაცია
- ათათურქის რეფორმები თურქეთში
- ფრანკოს მმართველობა ესპანეთში
- ჰიტლერის მმართველობა გერმანიაში-2სთ
- მუსოლინის მმართველობა იტალიაში
- სტალინის მმართველობა საბჭოთა კავშირში
- ამერიკული დემოკრატია
შემაჯამებელი სამუშაო
თავი. 10. რელიგია
- რელიგიების კლასიფიკაცია
- მონოთეისტური რელიგიები (ქრისტიანობა , ისლამი, იუდაიზმი)
თავი. 11. ვაჭრობა და მოგზაურობა
- შორეული მოგზაურობებისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისი
- დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და მათი ეკონომიკური მნიშვნელობა
- დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დემოგრაფიული და კულტურული შედეგები
- ვაჭრობა და ფული, ბაზარი, ბიზნესი და მეწარმეობა.
- ძველი ქართველი მოგზაურები.
თავი. 12. ხელოვნება და სპორტი.
- საგმირო ეპოსი (რაინდული ეპოსი, ევროპელი რაინდისა და სამურაის ზნეობის კოდექსი, ქართული მაგალითი და სხვ)
- სპორტის წარმოშობა, ოლიმპიადები, ძველი ქართული თამაშობები, სპორტული მოძრაობები და ორგანიზაციები
თავი. 13. კომუნიკაცია.
- დამწერლობის წარმოშობა და მისი უძველესი სახეები, ანბანური დამწერლობა
- ინფორმაციის გადაცემის საშუალებები (ხელნაწერი წიგნები, წიგნის ბეჭდვა, პრესა, ფოსტა და ტელეგრაფი)
- თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები (ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებები
შემაჯამებელი სამუშაო.
თავი. 14. ადამიანი და საზოგადოება.
- უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანესი კერები შუა საუკუნეების ევროპასა და საქართველოში
- განათლების მნიშვნელობა. განათლების თანამედროვე სისტემა.
- ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
- კონფლიქტი და მისი ტიპები
- ურთიერთობისა და ქცევის კულტურა საზოგადოებაში. ეტიკეტი.
- ჰერალდიკა წარსულში და თანამედროვე სიმბოლოები.
- კანონის უზენაესობა და კონსტიტუცია
- საქართველოს კონსტიტუცია
შემაჯამებელი სამუშაო
შემაჯამებელი დავალება
მე–9 კლასის გაკვეთილის გეგმები
ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა
პირველყოფილი ადამიანი საქართველოში:
ა) ქვის ხანა; სპილენძ-ქვის ხანა
ბ) ბრინჯაოს ხანა (ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურებისაქართველოში)
ქართველი ხალხის წარმომავლობის საკითხი:
ა) უცხოური და ძვ. ქართული წყაროები
ბ) მისი ასახვა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში
უძველესი ქართული სახელმწიფოები:
ა) ძველი ეგრისი (კოლხა, კოლხიდა)
ბ) დიაოხი
გ) მუშქები
დ) სასპერები
ეგრისი (კოლხიდა) და ბერძნული ახალშენები
ფარნავაზ მეფე და მისი ეპოქა, უახლოესი მემკვიდრეები
საქართველო-რომის ურთიერთობები ანტიკურ ხანაში:
ა)პომპეუსის ლაშქრობის მიზეზები ქართლსა და კოლხეთში
ბ)ფარსმან II, ფარსმან III
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება:
ა) საქართველო - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა,მოციქულები და საქართველო, წმ. გიორგის კულტი
ბ) ქართლი IV-Vს.ს მიჯნაზე. (ნისიბინის ზავი და მისიმნიშვნელობა, ამაზასპი, სასანიანთა (იგივე ხოსროიანთა)დინასტია ქართლში)
გ) ქართული და უცხოური წყაროები გაქრისტიანების შესახებ(მოქცევაი ქართლისაი, გელასი კესარიელი)
ვახტანგ გორგასალი და მისი ეპოქა
ეგრისის(ლაზიკის) სამეფო IV-VI სს-ში:
ა) ლაზიკის სამეფოს წარმოშობა, გუბაზ (ღობაზ) I
ბ) დიდი ომიანობა, გუბაზ II
ანტიკური ხანის საქართველოს კულტურა და საზოგადოება:
ა) დამწერლობა: ბერძნულ-არამეული, ქართული წარწერები
ბ) ანტიკური ხანის ქალაქები (არქეოლოგიური მონაცემებისა დაწერილობითი წყაროების მიხედვით)
გ) ქართული წარმართული პანთეონი
დ) განათლება
ე) სოციალური წყობა
ქართლი და ეგრისი ერისმთავრობიდან არაბობამდე:
ა) ერისმთავრობის წარმოშობა (ქართლის პირველი ერისმთავრები
ბივრიტიანთა(ბაგრატიონთა) საგვარეულოდან)
ბ) საეკლესიო განხეთქილება ქართულ და სომხურ ეკლესიებსშორის
გ) ჰერაკლე კეისრის ლაშქრობები
არაბობა საქართველოში:
ა) არაბების პირველი გამოჩენა, ”დაცვის სიგელი” ქართლში,არაბები დასავლეთ საქართველოში
ბ) სტეფანოზ III, არჩილი და მირი
გ) მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოში, ამირას ხელისუფლებათბილისში
ქართული სამეფო-სამთავროები:
საქართველოს გაერთიანების რელიგიური, ეკონომიკურ-პოლიტიკური და კულტურული საფუძვლები (აფხაზეთის სამეფო,კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო, ”ქართველთასამეფო”(როგორც ქართლის სამეფოს აღდგენა), ”ქართველთასაკურაპალატო”(ქართველი ბაგრატიონების მოსვლა ქვეყნისსათავეში), თბილისის საამირო)
ადრეფეოდალური ხანის ქართული კულტურა:
ა) სამონასტრო ცხოვრება, ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი,არქიტექტურა;
ბ) ახალი ქალაქების ხანა
გ) ფეოდალური ურთიერთობის ნორმები )
საქართველო XI საუკუნეში:
ა) ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის: დავითკურაპალატი, იოანე მარუშისძე, ბაგრატ III კურაპალატი -საქართველოს გაერთიანების დასაწყისი
ბ) საქართველო-ბიზანტიისა (გრიგოლ ბაკურიანის ძე, მარიამ-მართა, გიორგი მთაწმინდელი) ურთიერთობა XI საუკუნეში
გ) საქართველო-სელჩუკების ურთიერთობა XI საუკუნეში
დავით აღმაშენებელი:
ა) დავით აღმაშენებლის რეფორმები
ბ) დავით აღმაშენებლის ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ (საქართველოს გაერთიანების დასასრული)
გ) დავითის მემკვიდრეები
თამარი და მისი ხანა:
ა) შიდა პოლიტიკური პროცესები
ბ) საგარეო პოლიტიკა
გ) ლაშა-გიორგი
ქართული კულტურა და საზოგადოება XI-XIII საუკუნეებში:
ა) მმართველობა, მეფის კურთხევის წესი
ბ) ქალაქები
გ) განათლების კერები ქვეყნის შიგნით და გარეთ (საისტორიო, საერო და სასულიერო მწერლობა)
დ) სახვითი ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, სოციალურიჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა, ეკონომიკა, ქართული ჯარისორგანიზაცია, აღჭურვილობა, დროშები, საბრძოლო წყობა)
შემაჯამებელი დავალება
მონღოლები საქართველოში:
ა) რუსუდანის მეფობიდან ორმეფობამდე
ბ) მონღოლების მიერ საქართველოს აღწერა და ქვეყნისერთიანობის დაშლა
გ) დემეტრე II, ქართველები მონღოლურ ლაშქრობებში
დ) ბრძოლა მონღოლების ბატონობის წინააღმდეგ
გიორგი ბრწყინვალე და საქართველოს ერთიანობის აღდგენა:
ა) საშინაო პოლიტიკა
ბ) ურთიერთობა მონღოლებთან
გ) ურთიერთობა ეგვიპტის სასულთნოსთან, ურთიერთობა რომისპაპთან, ქართველები წმინდა მიწაზე
საქართველო და თემურ ლენგი:
ა) ბაგრატ V, გიორგი VII
ბ) თემურ-ლენგის ლაშქრობები (მათი მიზეზები და შედეგები),თემურ-ლენგის ისტორიკოსების ცნობები საქართველოში მისლაშქრობებზე
საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად:
ა) ალექსანდრე I, ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება
ბ) გიორგი VIII - დაშლის საგარეო და საშინაო მიზეზები,ქართველები ანტიოსმალურ კოალიციაში, 1490 წლის დარბაზი
გ) სათავადოების სისტემის ჩამოყალიბება, ქართული კულტურა დასაზოგადოებრივი ცხოვრება XIV-XVსს.
ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნის პირველ ნახევარში:
ლუარსაბ I, ბაგრატ III, ამასიის ზავი და მისი გამოძახილისაქართველოსთვის
ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნის მეორე ნახევარში:
ა) სიმონ I-ის ბრძოლა ყიზილბაშებისა და ოსმალების წინააღმდეგ,იმერეთის სამეფოს შემოერთების მცდელობა; ბ) სამცხე XVIსაუკუნეში, ,,გურჯისტანის ვილაიეთის’’ დიდი დავთარი; გ)კახეთისურთიერთობა რუსეთთან
საქართველო XVII საუკუნეში 30-70-იან წწ.-ში:
ა) ქართველი ხალხის ბრძოლა შაჰ-აბასის წინააღმდეგ
ბ)დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში
გ) აღმოსავლეთ საქართველო მაჰმადიანი მმართველების ხანაში (როსტომ ხანი, შაჰნავაზი, ბახტრიონის აჯანყება, ერეკლე I, გიორგი XI)
ქართული კულტურა XVI-XVII საუკუნეებში;
ვახტანგ VI:
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ელჩობა ევროპაში, ვახტანგ VI და პეტრე I
სამართალი და ეტიკეტი შუა საუკუნეების საქართველოში:
ძეგლისდება, ხელმწიფის კარის გარიგება, ბექა-აღბუღას სამართალი,ვახტანგ VI -ის; სამართალი, დასტურლამალი
შემაჯამებელი დავალება
ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელი დამპყრობლებისწინააღმდეგ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში - ,,ოსმალობა’’ და ,,ყიზილბაშობა’’
ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში პირველობისთვის:
ქართლისა და კახეთის ქრისტიანი მეფეები - თეიმურაზი და ერეკლე
ერეკლე II - ქართლ-კახეთის მეფე:
ერეკლეს II-ის რეფორმები, ერეკლე II და რუსეთ-თურქეთის ომი,ევროპელთა ცნობები საქართველოს შესახებ, ცნობები ერეკლე II-ისშესახებ ევროპულ ლიტერატურაში, გეორგიევსკის ტრაქტატი
სოლომონ I
გეორგიევსკის ტრაქტატიდან ანექსიამდე:
ა)გეორგიევსკის ტრაქტატი
ბ) სოლომონ I-ის სიკვდილი და საქართველოს გაერთიანებისუშედეგო მცდელობა 1784 წ.
გ) აღა-მაჰმად ხანის შემოსევა, გიორგი XII-ის ნოტა (მეორეტრაქტატი)
დ) ,,ივერიელ მეფეთა და მთავართა ტრაქტატი’’, სოლომონ II
ე) 1801 წლის მანიფესტი
ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა 1802-1832 წწ-ში:
რუსული მმართველობის დამყარება, იმერეთის დაპყრობა,აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ მესამედში,ავტოკეფალიის გაუქმება, აჯანყებები, 1832 წ. შეთქმულება;
საქართველო რუსეთ-თურქეთ- რუსეთ-ირანის ომებში და მისიშედეგები : რუსეთის იმპერიის დემოგრაფიული, სოციალური დაეკონომიკური ექსპანსიის შედეგები საქართველოში
ცვლილებები რუსეთის იმპერიის კოლონიალური მმართველობისსისტემაში: მიხეილ ვორონცოვი, მთავარმართებლობიდან-მეფისნაცვლობისკენ
თერგდალეულები
ბატონ-ყმობის გაუქმება, XIX ს. 60-70-იანი წლების რეფორმები
სამთავროების გაუქმება
შემაჯამებელი დავალება
რევოლუციური მოძრაობა რუსეთში და საქართველო:
ა)პოლიტიკური პარტიები, რევოლუციები რუსეთში დასაქართველო
ბ)პირველი მსოფლიო ომი და ეროვნული საკითხი
გ) საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება
ქართული კულტურა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:
ა) საშინაო პოლიტიკა და პირველი კონსტიტუცია
ბ) ბრძოლა სეპარატიზმის წინააღმდეგ
გ) საგარეო პოლიტიკა, საქართველო და ერთა ლიგა, ურთიერთობარუსეთთან
ქართველი ხალხის ბრძოლა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ 1921-24 წლებში. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში
საქართველოს საბჭოთა იმპერიაში მსოფლიო ომებს შორის პერიოდში
მეორე მსოფლიო ომი და საქართველო
საქართველო სსრკ-ში XX საუკუნის მეორე ნახევარში:
1956 წ. 9 მარტი, 1978 წლის გამოსვლები საქართველოში
ეროვნული მოძრაობის აღმავლობა
საბჭოთა კავშირის დაშლა
დამოუკიდებელი საქართველო:
დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1991-92 წლის სახელმწიფოგადატრიალება, ბრძოლა სეპარატიზმის წინააღმდეგ, ”ვარდებისრევოლუცია”
XX საუკუნის ქართული კულტურა
საქართველოს ინტეგრაცია ევროსტრუქტურებში
შემაჯამებელი დავალება
მე–11 კლასის გაკვეთილის გეგმა
1. უძველესი ადამიანი:
ა) თეორიები ადამიანის წარმოშობის შესახებ (კრეაციული დაევოლუციური)
ბ) უძველესი ადამიანი (განვითარების ანთროპოლოგიურისაფეხურები, დმანისის აღმოჩენები და მათი მნიშვნებლობა)
2. პირველყოფილი საზოგადოება:
ა) სოციალური სტრუქტურები: გვარი, თემი (ლიდერის როლი დაფუნქცია, იერარქიულობის პრინციპი, შრომითი ფუნქციებიგვარში და თემში); პირველყოფილი რელიგია და ხელოვნება; ’’სოციალურ-ეკონომიკური’’ სისტემა
ბ) პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ეტაპებიმსოფლიოსა და საქართველოში
3. სახელმწიფოს წარმოშობა:
ა) თეორიები სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ
ბ) სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლები: დამწერლობა,მმართველობის სისტემა და ა. შ.
გ) რა არის ცივილიზაცია? უძველესი სამდინარო ცივილიზაცია -ეგვიპტე, შუმერი, ბაბილონი
ე) ასურეთი, ხეთები, ურარტუ; უძველესი ქართულისახელმწიფოებრივი ერთეულები ძველაღმოსავლურ ხანაში
4. სახმელეთო იმპერია - აქემენიანთა ირანი ძვ.წ. VI-IV სს. (დაპყრობები, ურთიერთობა მცირეაზიულ ბერძნულ ქალაქებთანდა საბერძნეთთან; ურთიერთობა ეგრისთან, სამხრეთ-დასავლეთ ქართული ტომები ირანის შემადგენლობაში, ზოროასტრიზმი)
5. საზღვაო-საქალაქო ცივილიზაციები:
ა) ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები და კოლონიზაცია
ბ) ბერძნული პოლისები, სახელმწიფოს მმართველობის ფორმები
გ) დიდი ბერძნული კოლონიზაცია და მისი შედეგები შავიზღვისპირეთში, ბერძნული კულტურის გავრცელების არეალი
დ) ბერძენ-სპარსელთა ომები
ე) ათენის კავშირი - პირველი საზღვაო ,,იმპერიის’’ შექმნისმცდელობა
ვ) პელოპონესის ომები
ზ) ეგრისი და ანტიკური საბერძნეთი
6. ალექსანდრე მაკედონელი და ელინისტური ეპოქა:
ა) ალექსანდრე მაკედონელის იმპერია, ელინიზაცია დაელინისტური სახელმწიფოები ბ) ქართული სახელმწიფოები დაელინისტური სამყარო
7. რომი:
ა) რომის წარმოშობა; რომაული საზოგადოება, სახელმწიფო წყობა -მეფობა/რესპუბლიკა
ბ) რომაული დაპყრობები (პუნიკური ომები, ომი სელევკიდებთან, მითრიდატული ომები და საქართველო); რესპუბლიკის დაცემა
8. რომი იმპერიის ეპოქაში:
ა) პრინციპატი და დომინატი - რომის ეკონომიკა, კულტურა,საზოგადოებრივი ურთიერთობები: კარაკალას ედიქტი
ბ) რომის იმპერია და საქართველო, რომის ურთიერთობაპართიასთან და სასანიანთა ირანთან
9. ხალხთა დიდი გადასახლება:
ა) რომი და ,,ბარბაროსული სამყარო’’, ცვლილებები ევროპასა დაახლო აღმოსავლეთში IV-VI საუკუნეებში (გერმანულ ტომთაგაერთიანებები, ჰუნები; რომის დაცემა, ევროპის პოლიტიკურირუკა)
ბ) აღმოსავლეთ რომის იმპერია - ბიზანტია
10. ქრისტიანობა - მსოფლიო რელიგია: კატაკომბური ეკლესიიდანმილანის ედიქტამდე, მისიონერობის შედეგები რომის იმპერიასადა მის გარეთ, ,,სასწაულის’’ ფენომენი გაქრისტიანებისას(ფრანკები, ქართლი, სომხეთი და სხვა); ნეტარი ავგუსტინე დაკაპადოკიელი მამები; ქართული ეკლესია, მსოფლიოქრისტიანული საეკლესიო კრებები და საქართველო
11. ძველი მეტოქეები ახალ რეალობაში - ქრისტიანული ბიზანტიადა მაზდეანური ირანი V-VI საუკუნეში:
ა) ირანისა და ბიზანტიის ბრძოლა მახლობელ აღმოსავლეთსა დასამხრეთ კავკასიაში V საუკუნეში
ბ) იუსტინიანე I (რომის აღდგენის მცდელობები დასავლეთში დაძველი იმპერიული პრეტენზიები აღმოსავლეთში (ურთიერთობახოსრო ანუ შირვანთან, დიდი ომიანობა ეგრისში)
გ) იუსტინიანეს სამართალი (მისი გავლენის მნიშვნელობა დამასშტაბი), კულტურა და აღმშენებლობა
შემაჯამებელი დავალება
12. შუა საუკუნეების ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბება(პოლიტიკურ ისტორიის კონტექტში):
ა) პაპიზმი
ბ) ევროპული ფეოდალიზმი, ქალაქები შუა საუკუნეებში: კომუნაევროპაში
გ) ფეოდალიზმი საქართველოში
13. ბრძოლა გავლენისთვის ქრისტიანულ სამყაროში შუასაუკუნეებში:
ა) ჰერაკლე კეისარი და მისი ეპოქა, მისი ლაშქრობებიაღმოსავლეთსა და საქართველოში, საგარეო პოლიტიკურიორიენტაციის საკითხი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
ბ) ხატმებრძოლეობა და მისი პოლიტიკურ-რელიგიური შედეგები დასავლეთსა და აღმოსავლეთში
გ) translacio imperii - ერთიანი დასავლეთ ევროპა კარლოს დიდისსაიმპერიო გვირგვინის ქვეშ, დაპირისპირება რომის პაპსა დაკონსტანტინოპოლის პატრიარქის შორის; მაკედონური დინასტიადა საქართველო, საეკლესიო განხეთქილება და საქართველო, ქართველ მეფეთა საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები
14. არაბები – ისლამის წარმოშობა, შიიტები და სუნიტები, ომაიანებიდა აბასიანები, არაბები ევროპაში, არაბობა საქართველოში, არაბული კულტურა
15. თურქ–სელჩუკები – სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნა,დაპყრობები, მანასკერტის ბრძოლა, თურქ-სელჩუკები დასაქართველო
16. ჯვაროსნული ეპოქა – ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზები,მოვლენათა ქრონიკა, სარაინდო ორდენები, შედეგები, ჯვაროსნები და საქართველო
17. მონღოლთა დაპყრობები და მისი შედეგები, მონღოლებისაქართველოში
შემაჯამებელი დავალება
18. ახალი რეალობა შუა საუკუნეებში:
ა) ,,უნივერსიტეტების ხანა’’ ევროპასა და აღმოსავლეთში (მათშორის საქართველოშიც), ევროპული და აღმოსავლური ფილოსოფიური აზრი, მეცნიერება, მწერლობა; ქართულიკულტურის ”ოქროს ხანა”
ბ) წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები: თავისუფლებათადიდი ქარტიიდან პარლამენტამდე (გენერალური შტატები,კორტესები, ლანდსტაგები და სხვ., წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის მცდელობასაქართველოში)
19. რენესანსის ეპოქა – ბიზანტიის დეკადენსი და აღორძინებისდასაწყისი იტალიაში, რენესანსისა და ჰუმანიზმისმახასიათებლები, აღორძინების ევროპული ცენტრები
20. კონსტანტინოპოლის დაცემა:
ა) ოსმალთა სახელმწიფოს წარმოშობა და პირველი დაპყრობები
ბ) კათოლიკური ევროპა და ბიზანტია; ბიზანტიის დაცემისმნიშვნელობა ევროპისთვის და საქართველოსთვის(კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები);ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო
21. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები:
ა) ახალი სამიმოსვლო გზებისა და კონტინენტების აღმოჩენა
ბ) კოლუმბამდელი ამერიკა
გ) კოლონიალური ეპოქის დასაწყისი
დ) დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მნიშვნელობასაქართველოსთვის
22. რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია:
ა) რეფორმაციის მიზეზები, მარტინ ლუთერი, ერთიანიკათოლიკური სივრცის დაშლა; ბ) კარლ V-ის მოღვაწეობის ორიმიმართულება
გ) ანგლიკანური ეკლესია, ლუთერანიზმი, კალვინიზმი.რელიგიური ომები ევროპაში; იეზუიტების ორდენი დაკათოლიკობის რენოვაცია, კათოლიკე მისიონერებისაქართველოში
შემაჯამებელი დავალება
23. საქართველო და მისი მეზობლები XVI-XVIII საუკუნეებში:
ა) ბრძოლა ოსმალური ექსპანსიის წინააღმდეგ ევროპაში
ბ) რუსეთის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე და რეჩ-პოსპოლიტა
გ) ირანისა და თურქეთის ინტერესები ამიერკავკასიაში დასაქართველოს საკითხი
24. ჰოლანდიის და ინგლისის რევოლუციები:
ა) ფეოდალური ურთიერთობის რღვევა, ჰოლანდიის რევოლუციადა მისი მნიშვნელობა
ბ) ინგლისის დაწინაურების საფუძველი XVI-XVII საუკუნეებში;ინგლისის რევოლუციის წინაპირობები, მსვლელობა; კრომველისპროტექტორატი
25. ახალ კონტინენტზე ახალი სახელმწიფო - აშშ:
ა) ამერიკის კოლონიზაცია
ბ) ,,დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ - ტომას ჯეფერსონი
გ) აშშ-ს შექმნა
26. კონტინენტური ევროპა საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე:
ა) აბსოლუტიზმი: რიშელიე, მაზარინი, ლუი XIV
ბ) აბსოლუტიზმის ხანის ეკონომიკური იდეები: მერკანტილისტები და ფიზიოკრატები
გ) ვახტანგ VI და მისი ეპოქის კულტურა
დ) პეტრე პირველის რეფორმები
ე) შვიდწლიანი ომი ევროპაში
ვ) საქართველოს საგარეო ორიენტაციის საკითხი, გეორგიევსკისტრაქტატი
27. საფრანგეთის დიდი რევოლუცია:
ა) განმანათლებლობა, განმანათლებლობის ხანის იდეების გავლენასაქართველოზე
ბ) საფრანგეთის რევოლუციის წინაპირობები, მსვლელობა
გ) 18 ბრიუმერის გადატრიალება
მე–12 კლასის გაკვეთილის გეგმა
1. ნაპოლეონის ეპოქა და ვენის კონგრესი
2. რევოლუციების ხანა ევროპაში
3. იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი – საქართველო რუსეთისშემადგენლობაში (ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებისდაპყრობა რუსეთის მიერ, რუსული მმართველობის დამყარებასაქართველოში, ცარიზმის წინააღმდეგ აჯანყებები XIX საუკუნისპირველი მესამედში, მ.ვორონცოვის რეფორმები)
4. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების ხასიათი XIXსაუკუნის მსოფლიოში – თერგდალეულების ბრძოლა მეფისრუსეთის წინააღმდეგ
5. შემაჯამებელი დავალება
6. ,,აღმოსავლეთის საკითხი’’ XIX საუკუნეში: რუსეთ-თურქეთ -რუსეთ-ირანის ომები და საქართველო
7. სამოქალაქო ომი აშშ-ში
8. მსოფლიო XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში:
ა) საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა
ბ) გერმანიის გაერთიანება
გ) იტალიის გაერთიანება
დ) ალექსანდრე მეორის რეფორმები რუსეთის იმპერიაში
დ) ახალი პოლიტიკური იდეები და საქართველო
9.შემაჯამებელი დავალება
10.პირველი მსოფლიო ომის წანამძღვრები
11.საომარი მოქმედებები პირველი მსოფლიო ომის პერიოდში(1914-1916 წწ.)
12.რევოლუციები რუსეთში და ბრესტის ზავი (საქართველოსთანკავშირში)
13.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩამოყალიბება,საშინაო პოლიტიკა, ბრძოლა საერთაშორისო აღიარებისათვის;ურთიერთობა რუსეთთან):
ა) მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირება კავკასიაში
ბ) ბრესტის ზავიდან მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებამდე
გ)საქართველოს ანექსია ბოლშევიკური რუსეთის მიერ
14.პირველი მსოფლიო ომის დასასრული, პარიზის კონფერენცია(საქართველოს საკითხი), პირველი მსოფლიო ომის შედეგები;მსოფლიოს ახალი პოლიტიკური რუკა
15. შემაჯამებელი დავალება
16. ტოტალიტარიზმი მსოფლიოში:
ა) სტალინი - საბჭოთა კავშირი (საქართველო საბჭოთა კავშირისშემადგენლობაში)
ბ) ჰიტლერი, მუსოლინი, ფრანკო; მსოფლიო ეკონომიკურიკრიზისი; იაპონია მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში
17.საზოგადოება და კულტურა XX ს-ის პირველ ნახევარში(საზოგადოება და კულტურა XX საუკუნის პირველი ნახევარისსაქართველოში)
18.მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი (მიუნხენის გარიგება,მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, გერმანიის აგრესია ევროპაში,იტალია ეთიოპიაში, იაპონია ჩინეთში, სსრკ-ფინეთის ომი)
19.მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი – საბჭოთა კავშირი მეორემსოფლიო ომში, ქართველები მეორე მსოფლიო ომში (ორივე მხარეს)
20.მეორე მსოფლიო ომის შედეგები, ნიუნბერგის პროცესი
21.საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლები(შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვა, ომისწარმართვის მეთოდებისა და საშუალებების შეზღუდვა); მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები
22.მსოფლიოს გაყოფა ორ ბანაკად – ცივი ომის დასაწყისი (ჩერჩილისსიტყვა ფულტონში, მარშალის გეგმა, ტრუმენის დოქტრინა)
23.ნატო და ვარშავის პაქტი
24.საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში – ეროვნულიმოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 20-იან 70-იან წლებში
25. შემაჯამებელი დავალება
26.მსოფლიო კოლონიური სისტემის დაშლა
27.პოლიტიკური კრიზისები ცივი ომის პერიოდში
28.პერესტროიკა, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკისდაშლა – დამოუკიდებელი საქართველო
29.საზოგადოება და კულტურა თანამედროვეობაში: პოსტ-ინდუსტრიული საზოგადოებიდან ინფორმაციულ საზოგადოებამდე
კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.
ReplyDelete